თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი ტაქტიკური სამხედრო წვრთნების პირველი ეტაპი მიმდინარეობს

აზერბაიჯანში თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი ტაქტიკური სამხედრო წვრთნების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების დროს გამოყენებულია საბრძოლო ტყვიები და სხვა სახის საბრძოლო მასალა.

სამხედრო წვრთნების გეგმის თანახმად, ფასდება სიტუაცია, დაზუსტებულია საბრძოლო მისიები და ტერიტორიის დაზვერვა რეალურ პირობებში ხორციელდება.

სამხედრო წვრთნები, რომელშიც ვერტმფრენები და თვითმფრინავებიც იღებენ მონაწილეობას, ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, კურდამირსა და იევლახში 10 აგვისტომდე გაგრძელდება.

ორი ქვეყნის სახმელეთო ძალების წვრთნები პირველ აგვისტოს დაიწყება და 5 აგვისტომდე გაგრძელდება. სახმელეთო წვრთნებში ჩაერთვებიან არტილერია და ქვემეხები, რომლებიც სიმულაციურ სამიზნეებს გაანადგურებენ.