ტურნირი დასრულდა - მარცხი ბოლო მატჩში
ტურნირი დასრულდა - მარცხი ბოლო მატჩში

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთში საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე გამოსვლა წაგებით დაასრულა.

ბოლო ტურში გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ნორვეგიელ თანატოლებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:4.

პირველ ტაიმში გოლები არ გასულა, ნორვეგიელებმა მწვავედ მეორე ტაიმში შეუტიეს და ანგარიში 48-ე წუთზე გახსნეს. ამის შემდეგ კიდევ სამჯერ გაიტანეს და საბოლოოდ, 0:4.

შეგახსენებთ, რომ პირველ ორ ტურში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთთან 0:2 წააგო, ხორვატიას 3:2 სძლია.

ნორვეგია-საქართველო 4:0

გოლები: 1:0 კარლსბეკი (48), 2:0 ფიორტოფტი (50), 3:0 ფიაბემა (57), 4:0 კარლსბეკი (77)

საქართველო U17: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, გვიშიანი, სიჭინავა, გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, სალუქვაძე

შეცვლაზე შევიდნენ: აბჟანდაძე, შურღაია, დუნდუა, უბილავა, ზოსიაშვილი, იობაშვილი, უგრეხელიძე