17-წლამდელთა ნაკრები ისრაელის, ინგლისისა და ლიეტუვის წინააღმდეგ ითამაშებს  #1TVSPORT
17-წლამდელთა ნაკრები ისრაელის, ინგლისისა და ლიეტუვის წინააღმდეგ ითამაშებს  #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. ელიტრუნდის ბოლო მატჩში, ჯგუფის მასპინძელ შოტლანდიასთან გიორგი ჩიტაურის გუნდს ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და 1:6 დამარცხდა.

17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ახალი საკვალიფიკაციო რაუნდი შემოდგომაზე დაიწყება.

მომდევნო ციკლის თამაშები ოქტომბრიდან აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

 

25 ოქტომბერი

საქართველო V ისრაელი

 

28 ოქტომბერი

საქართველო V ინგლისი

 

31 ოქტომბერი

საქართველო V ლიეტუვა