17-წლამდელთა ნაკრები ისრაელის, ინგლისისა და ლიეტუვის წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. ელიტრუნდის ბოლო მატჩში, ჯგუფის მასპინძელ შოტლანდიასთან გიორგი ჩიტაურის გუნდს ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და 1:6 დამარცხდა.
17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ახალი საკვალიფიკაციო რაუნდი შემოდგომაზე დაიწყება.
მომდევნო ციკლის თამაშები ოქტომბრიდან აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.
25 ოქტომბერი
საქართველო V ისრაელი
28 ოქტომბერი
საქართველო V ინგლისი
31 ოქტომბერი
საქართველო V ლიეტუვა