საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა სომხეთი 5:0 დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა სომხეთი 5:0 დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ერევანში, სომხეთის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 5:0.

მატჩის მე-13 წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ გახსნა, 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ნათია ჯოჯუამ გაზარდა და ტაიმი 2:0 დასრულდა.

სალომე ხუბულურის გუნდმა მეორე ნახევარში სომხეთის ნაკრებს კიდევ სამი გოლი გაუტანა – 47-ე წუთზე თავი ლიზი კანკიამ გამოიჩინა, 52-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში თინათინ ამბალიამ დააფიქსირა.

ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა 25 თებერვალს ერევანში გაიმართება.