მატჩი უამინდობის გამო შეწყდა - საქართველოს 17-წლამდელები თურქეთს უგებდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
მატჩი უამინდობის გამო შეწყდა - საქართველოს 17-წლამდელები თურქეთს უგებდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

რუსთავის აკადემიის სტადიონზე საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა თურქეთის თანატოლთა გუნდს უმასპინძლა, მაგრამ შეხვედრის დასრულება ვერ მოხერხდა.

მატჩს საქართველოს ასაკობრივი ნაკრები 2:1-ს იგებდა. ჩვენი 17-წლამდე გუნდიდან, თურქეთის ნაკრების კარი ნიკოლოზ ბედიანიშვილმა და დავით ქელდიშვილმა აიღეს.

თუმცა 66-ე წუთზე, მატჩის მთავარმა არბიტრმა შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო – მიზეზი უამინდობა იყო, ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მატჩის ნორმალურ პირობებში ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადება. საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთთან მეორე ამხანაგურ მატჩს 27 ივნისს გამართავს – შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.