7:0 მოლდოვასთან - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში, განვითარების თასზე ტურნირის ყველა ძალიან გააოცა – გიორგი ჩიტაურის გუნდმა მეტოქის კარი შვიდჯერ აიღო.

ეს იყო მიმდინარე ტურნირზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება, რაც ჩიტაურის გუნდისგან წინა თამაშების ფონზე დიდი მოულოდნელობა იყო. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე აქამდე ოთხი მატჩიდან სამი წააგო, მხოლოდ ერთი მოიგო და ერთი გოლი გაიტანა.

ამჯერად გუნდი მეშვიდე-მერვე ადგილისთვის იბრძოდა და მეტოქე პირველივე წუთებიდან გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. აკაკი გიუნაშვილის, გიორგი ტაბატაძის და ამინ კარაევის გოლებით პირველი ტაიმი გუნდმა 3:0 მოიგო. მეორე ნახევარში კარაევმა და ტაბატაძემ დუბლი შეასრულეს, 1-1 დავით გოგიჩაიშვილმა და ლაშა გადელიამ გაიტანეს და საქართველოს ნაკრებმა 7:0 მოიგო.

მოლდოვა-საქართველო 0:7

გოლები: 0:1 გიუნაშვილი (14). 0:2 ტაბატაძე (18). 0:3 კარაევი (21). 0:4 კარაევი (41). 0:5 გოგიჩაიშვილი (42), 0:6 ტაბატაძე (53), 0:7 გადელია (64)

საქართველო: რევაზ კურტანიძე, გიორგი ტაბატაძე, აკაკი გიუნაშვილი, ალექსანდრე ნარიმანიძე (71. გიორგი მაღრაძე), გივი ხაჩიძე (41. დავით გოგიჩაიშვილი), ამინ კარაევი, თენგიზ ალიბეგაშვილი (59. ალექსანდრე ჩიხაძე), დემეტრე ციკოლია, გიორგი პარკინაშვილი, ნიკოლოზ ცეცხლაძე (41. ლაშა გადილია), გიორგი რობაქიძე (71. დაჩი ლორთქიფანიძე)

სათადარიგო: სოსო კოპალიანი, საბა ხარჩილავა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკიდან მონტენეგროში მიემგზავრება, სადაც მასპინძელ გუნდთან 15 და 17 თებერვალს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.