17-წლამდელები შოტლანდიაში ითამაშებენ - ელიტ რაუნდი მარტში გაიმართება #1TVSPORT
17-წლამდელები შოტლანდიაში ითამაშებენ - ელიტ რაუნდი მარტში გაიმართება #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, ევრო 2022-ის ელიტრაუნდის ჯგუფურ ეტაპზე – შოტლანდიას, ჩეხეთსა და გერმანიას დაუპირისპირდება. ეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ წილისყრაზე გაირკვა.

საქართველოს 17-წლამდე ეროვნული გუნდი მატჩებს 2022 წლის გაზაფხულზე, 21-29 მარტს ჩაატარებს. ცნობილი გახდა, რომ ელიტრაუნდის შეხვედრებს შოტლანდია უმასპინძლებს. მატჩების განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

17-წლამდელებმა, 22-28 ოქტომბერს, უნგრეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, მეორე ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილებმა ისლანდიასთან ფრედ (1:1) ითამაშეს, მასპინძელი უნგრეთი (1:0) დაამარცხეს, ხოლო ესტონეთთან (0:1) დათმეს.

2022 წლის უეფა-ს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ისრაელში 16 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ისრაელელებს შეუერთდება 15 გამარჯვებული, რომლებიც გამოვლინდებიან 2022 წლის მარტში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 17-წლამდე ნაკრები მომდევნო ციკლის შესარჩევ ეტაპს უმასპინძლებს, რომელშიც ჩვენი მეტოქეები იქნებიან ინგლისი, ისრაელი და ლიეტუვა. მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება.