ტურიზმის სექტორი 2020 წლისთვის ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, ასევე გადასახადები  ცხრა თვით გადავადდება
ტურიზმის სექტორი 2020 წლისთვის ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, ასევე გადასახადები ცხრა თვით გადავადდება

ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების გადასახადები ცხრა თვით, წლის ბოლომდე გადავადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარიც.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ტურიზმის სექტორისთვის რამდენიმე მნიშვენლოვანი ეტაპი არსებობს.

„ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან 2020 წლისთვის და ეს არის დარგისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების გადასახადები გადავადდება ცხრა თვით, წლის ბოლომდე. აქ ვერ დავპირდებით საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომ ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია. მოგეხსენებათ, რომ კრიზისის მართვის პირობებში 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით და გავაკეთეთ, რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას, სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა არის 20 მილიონ ლარამდე, დავასუბსიდირებთ ხუთ მილიონამდე სესხის 80 პროცენტით, რაც იქნება ასევე სერიოზული მხარდაჭერა დარგის განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.