ტურიზმის სააგენტო - ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 13.3%-ით გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 13.3%-ით გაიზარდა.
სააგენტოს ცნობით, იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 10%-ია.
„საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები საფრანგეთი +30.3%, გერმანია +24.3%, გაერთიანებული სამეფო +16.3%.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.