ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა

2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი მონაცემებით, მიღებულმა შემოსავალმა 456 მილიონი დოლარი შეადგინა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +6.7%-ით (29 მლნ. აშშ დოლარით) მეტია.

„2024 წლის ცხრა თვეში, რეკორდულად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და 323 მილიონი დოლარი შეადგინა, ზრდა +24.9%-ით მეტია (64 მლნ. აშშ დოლარი) 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.

2024 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან და 108 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ზრდა 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +21.7%-ით მეტია (19 მლნ. აშშ დოლარი)“, – აღნიშნული ინფორმაციაში.