ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ერთ-ერთ სამოგზაურო პლატფორმასთან, Skyscanner-თან ერთად ახალი კამპანია დაიწყო
გერმანიიდან, პოლონეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამოგზაურო პლატფორმასთან, Skyscanner-თან ერთად ახალი კამპანია დაიწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში Skyscanner-ის ვებგვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა.
„სპეციალურ სექციაში (Country Explorer) საქართველოს შესახებ ინფორმაცია, საპრომოციო სურათები და სტატიებია ატვირთული. კამპანია მოიცავს საქართველოს შესახებ ინფორმაციის განთავსებას სოციალურ მედიაში – Instagram-ში, Facebook-სა და TikTok-ში. კამპანიის მოსალოდნელი შედეგია 4 000 000-მდე შთაბეჭდილება (impression) და 1 500 000-მდე წვდომა (reach). ახალი მარკეტინგული კამპანია 30 ნოემბერს დაიწყო და მომავალ წლის 13 იანვრამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.