ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-15 ტურის მატჩები გაიმართება, ერთმანეთს კი ლიდერები დაუპირისპირდებიან.
ტური „კოლხეთი“-„რუსთავის“ მატჩით დაიწყება. მოგების შემთხვევაში, კოლხები მეტოქეს გადაასწრებენ. მათ ამოცანას ის ართულებს, რომ ცენტრალური მცველი ბექა მახარაძე დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთ-ერთი ლიდერი „დილა“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ შეხვდება, რომელსაც ეროვნულ ლიგაში მარტის შემდეგ აღარ მოუგია.
კვირას, 17 ივნისს, ორი მატჩი დაიგეგმა: ბოლნისის „სიონი“ „მიხეილ მესხი 2“-ზე „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, ხოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა „მიხეილ მესხის“ მთავარ არენაზე გაიმართება: გათამაშების ლიდერი „საბურთალო“ მეორეადგილოსან თბილისის „დინამოს“ შეხვდება და გამარჯვებული ლიდერი გახდება. ამ გუნდებს ერთმანეთთან შეხვედრების ხანმოკლე ისტორია აქვს. საქართველოს ჩემპიონატში ცხრაჯერ ითამაშეს, ხუთჯერ „დინამომ“ მოიგო, ორი ფრედ დასრულდა და ორჯერაც „საბურთალომ“ იმარჯვა.
ტური ორშაბათს, 18 ივნისს, ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, სადაც თასის მფლობელი საჩხერის „ჩიხურა“ მოქმედ ჩემპიონს, „ტორპედოს“ შეხვდება.