ტურინში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავენ
ტურინში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავენ

ტურინში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავენ. იტალიური მედიის ინფორმაციით, წვიმის გამო იტალიის ყველაზე გრძელი მდინარე პო ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქი დატბორა.

მდინარის სანაპირო ტურისტებისთვის დაკეტილია. არ მოძრაობს ტრანსპორტიც. წყალმა დაფარა განათების ბოძები. ქალაქის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მდინარეში წყლის დონე გაიზრდება, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდება საჭირო.

უამინდობა იტალიას ოქტომბრის ბოლოს დაატყდა თავს. ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიას 30 ადამიანი ემსხვერპლა.