ტუნისში, აშშ-ის საელჩოს მახლობლად თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება საელჩოს შენობიდან 150 მეტრში მოხდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში აფეთქებისგან დაზიანებული ავტომობილი ჩანს, რომელიც უსაფრთხოების ძალების გამშვები პუნქტის მახლობლად იყო გაჩერებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად პოლიციის ხუთი თანამშრომელი დაშავდა. აფეთქების ფაქტს ადასტურებს ტუნისში აშშ-ის საელჩოც და თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.