ტუნისში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
საპროტესტო აქციების მესამე დღე ტუნისში. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა რადიკალურად განწყობილი 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სამთავრობო შენობების დასაცავად ტუნისის ხელისუფლებამ არმიის ნაწილები გამოიყვანა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი აქვს ვანდალურ ქმედებებს, რაც სახელმწიფოს ასუსტებს.
ტუნისში აქციების დაწყების მიზეზი ახალი საგადასახადო სისტემა და პროდუქტებზე ფასების გაზრდა გახდა. აქციები მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ დემონსტრანტები პოლიციის მანქანების დაწვასა და ოფიციალურ პირებზე თავდასხმებში დაადანაშაულა.