თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში 16 ნოემბერს გამოფენა „საქართველო-ლიტერატურული მოგზაურობა“ გაიხსნება
„საქართველო-ლიტერატურული მოგზაურობა“, – ასე ჰქვია მხატვრის, იულია ბიურლე-ნოვიკოვას პერსონალურ გამოფენას, რომელიც 16 ნოემბერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფოიეში გაიხსნება.
ექსპოზიცია გერმანიიდან სპეციალურად ჩამოიტანეს.
2017 წელს, გოეთეს ინსტიტუტისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ეგიდით, ექვსმა ქართველმა და ექვსმა გერმანელმა ავტორმა საქართველოს სხვადასხვა მხარეში იმოგზაურა. მოგზაურობის დროს უნდა შეექმნათ ტექსტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე, რომელიც შემდგომ სახელწოდებით „საქართველო – ლიტერატურული მოგზაურობა“ ალბომში მოიყრიდა თავს. ალბომი სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შეიქმნა და მისი პრეზენტაციაც სწორედ ბაზრობაზე გაიმართა. ამ ავტორების მიერ შექმნილი ტექსტები გახდა იულია ნოვიკოვას ინსპირაცია.
ექსპოზიცია თეატრში მხოლოდ ორი დღის განმავლობაში დარჩება.