„თუ უწონასწორობა გაგრძელდება, ეროვნული ბანკი ბერკეტებს აუცილებლად გამოიყენებს“
თუ უწონასწორობა გაგრძელდება, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს აუცილებლად გამოიყენებს, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით გააკეთა.
“ეკონომიკური გუნდი, როდესაც ჩვენ სავალუტო რისკებზე ვსაუბრობთ, მთავარ პრიორიტეტში ფუნდამენტური საკითხების მნიშვნელოვან ანალიზს განსაზღვრავს, როგორიცაა ექსპორტი, იმპორტი და ასე შემდეგ. ჩვენ თუ ათი თვის სტატისტიკას ავიღებთ, ექსპორტში 30%-იანი ზრდა გვაქვს, თუ არ ვცდები, 8%-იანი – იმპორტში. ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გააკეთა განცხადება, რომ თუ უწონასწორობა გაგრძელდება, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს აუცილებლად გამოიყენებს. შესაბამისად, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ვუყუროთ ფუნდამენტურ საკითხებს და ამის შესახებ აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდეს”,- განაცხადა ბახტაძემ.