„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზედამხედველობის სამსახურის უფროსს უყურადღებობაში ადანაშაულებენ
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
დედაქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით, ასევე ექსპლუატაციაში არშესულ კორპუსებზე სასაუბროდ გიორგი ბაგრატიონი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფრაქციის სხდომაზე დაიბარეს, თუმცა მათი თქმით, ბაგრატიონმა საკრებულოს წევრებს განუცხადა, რომ ექსპლუატაციაში არშესული კორპუსების საკითხი მისი სამსახურის კომპეტენციაში არ შედის.
ოპოზიციური ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის საქციელი უპასუხისმგებლოა.