თსუ-ში თბილისის საგუნდო მუსიკის მერვე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ვიდეო]
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის საგუნდო მუსიკის მერვე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალი უკვე მერვე წელია ტარდება და მის მიზანს ქართული საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
საქართველოში არსებულ პროფესიულ და ბავშვთა გუნდებთან ერთად, ფესტივალში საზღვარგარეთიდან ჩამოსული გუნდებიც მონაწილეობენ.
ფესტივალი 12 მაისის ჩათვლით გაიმართება და 28 პროფესიულ გუნდს უმასპინძლებს.