კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადადო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თსუ-დან აცნობეს.
თსუ-ს პრესსამსახურის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო ჯანდაცვის, განათლების სამინისტროების რეკომენდაციის გათვალისწინებით და დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრთან შეთანხმებით.
ხვალიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. თსუ-ში სწავლა 16 მარტს განახლდება.