თსუ-ში სკოლის მოსწავლეთა კონკურსში, „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“, გამარჯვებულები დააჯილდოეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, მოძრაობის „არა ბარბარიზმებს” სკოლის მოსწავლეთა კონკურსში – „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულები დააჯილდოეს.
უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 40 სკოლა მონაწილეობდა. 125 ესედან საკონკურსო კომისიამ 20 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია.
გამარჯვებულებს უნივერსიტეტისგან, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისგან, განათლების სამინისტროსა და TBC ბანკისგან ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრება, რომელიც მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე ადამიანს ქართული ენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებიან თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.