თსუ-ში სიმპოზიუმი „უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავლზე“ იმართება
უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტში სიმპოზიუმი ,,უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავლზე“ მიმდინარეობს.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის უცხოელი პროფესორები დაესწრნენ.
„დღეს ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართება და რა თქმა უნდა, ეძღვნება 100 წლის იუბილეს. ძირითადი საკითხები ეს არის კრიტიკული გააზრება ჩვენი წარსულის, მომავლის გეგმების დასახვა, ქართული განათლების და მეცნიერების ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში. იმედი გვაქვს, საერთო ჯამში, საინტერესო დისკუსია გამოვა“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
ავტორი -
თათია ჩავლეიშვილი