თსუ-ში გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გახსნა და გრიგოლ ფერაძის განვლილი ცხოვრება გაიხსენა.
სიტყვით ასევე გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.