თსუ-ში ახალგაზრდების ჯგუფი შევიდა და აცხადებს, რომ შენობას ჯაბა სამუშიას გადადგომამდე არ დატოვებს [ფოტო]
თსუ-ში ახალგაზრდების ჯგუფი შევიდა და აცხადებს, რომ შენობას ჯაბა სამუშიას გადადგომამდე არ დატოვებს [ფოტო]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ახალგაზრდების ჯგუფი შევიდა.

როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომა.

შენობაში იმყოფება რამდენიმე პოლიციელიც.

„ვარ ძალიან აღტაცებული, ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენთვის ვერცერთი კარი ვერ დაიკეტება. ნებისმიერ გზას გამოვნახავთ იმისთვის, რომ კარი გავხსნათ და ნებისმიერი ბოქლომი განვბლოკოთ, ამიტომ, როგორც გინდათ, ისე ჩაკეტეთ, ვერაფერს გახდებით. ჩვენ ყოველთვის მოვიგებთ, ყოველთვის ვიქნებით აქ, ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. ვაპირებთ, აქ დავრჩეთ“, – ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც უნივერსიტეტის შენობაში იმყოფება.