თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პიკეტირება მიმდინარეობს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ მისულან
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პიკეტირება მიმდინარეობს, არ მისულან.
ხაზარაძე და ჯაფარიძე დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან ერთად, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც ვარაზისხევი და ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და კარვები გაშალეს, ადგილზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ მისულან.
ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია, ასევე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, გიგი უგულავა და სოფო ჯაფარიძე.