თსუ-ს იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა [ფოტო]
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
მონეტის პრეზენტაციას ეროვნული ბანკი ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრნენ.
მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და დიზაინის ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარფხანაში 1500 ტირაჟით მოიჭრა.
მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა პირველი თებერვლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.
ფოტო – ზურაბ ქურციკიძე