ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის პრეზენტაცია გაიმართა და პირველი ტურის კალენდარი გაირკვა.
12 ნოემბერს, თბილისის დროით 18 საათზე ჩემპიონატს “ბეკერის ჯგუფის” წევრები: შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ამერიკელი ჯეკ სოკი გახსნიან. დღის მეორე მატჩში, ღამის 12 საათზე გერმანელი ერთმანეთს ალექსანდრ ზვერევი და ხორვატი მარინ ჩილიჩი შეხვდებიან.
13 ნოემბერს, პირველ ტურს “სამპრასის ჯგუფის” მონაწილეები ითამაშებენ:
18:00 დომინიკ ტიმი (ავსტრია)-გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი)
00:00 რაფაელ ნადალი (ესპანეთი)-დავიდ გოფენი (ბელგია)