True Detective-ის მესამე სეზონი 2019 წლის 13 იანვარს გამოვა [ვიდეო]

HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალის, True Detective-ის მესამე სეზონი 2019 წლის 13 იანვარს გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ HBO ავრცელებს.

მესამე სეზონში მთავარ როლს ოსკარის მფლობელი მაჰერშალა ალი ასრულებს. რომელიც დეტექტივ უეინ ჰეისის როლშია. გარდა ამისა, მესამე სეზონში ითამაშებს სტივენ დორფიც.

შოუს გუნდს ორი სცენარისტი, დევიდ მილჩი და ჯერემი სალნირი შეუერთდნენ, რომლებმაც სერიალის შემქმნელ, ნიკ პიზოლატოსთან ერთად, ახალ სცენარზე იმუშავეს.

სერიალში მონაწილეობს ლეგენდარული მსახიობის, მერილ სტრიპის შვილიც, მემი გამერი. მსახიობი სერიალში ახალგაზრდა დედის, ლუსი პარსლის როლს შეასრულებს, რომელიც დიდი ტრაგედიის ეპიცენტრში აღმოჩნდება.

ახალი სეზონი ოზარკის მთებში მომხდარ კრიმინალურ და მისტიკურ ისტორიას შეეხება. სიუჟეტი დროის სამ სხვადასხვა, განსხვავებულ მონაკვეთში ვითარდება.