ლუქსემბურგთან 5 ივნისს დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის “ჯვაროსნები” ავსტრიაში ემზადებიან. 2 ივნისს, მალტასთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა ბად-ჰარინგში აღდგენითი ვარჯიში გამართა.
ლუქსემბურგში, ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და ოთარ კაკაბაძე შეუერთდებიან. გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ლუქსემბურგთან თამაშიდან გამოირიცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიიდან ლუქსემბურგში დღეს გაემგზავრება და საღამოსვე ივარჯიშებს.
საქართველოსთან შეხვედრამდე, ლუქსემბურგი 31 მაისს საერთაშორისო ამხანაგური თამაშში სენეგალს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 0:0 დაასრულა.
ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.