რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო - დასავლეთის სანქციების გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა ჯამში 78 თვითმფრინავი დაკარგეს
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთის სანქციების გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა ჯამში 78 თვითმფრინავი დაკარგეს.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველევმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში 1 367 თვითმფრინავი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 78 სხვა ქვეყნებში იქნა დაკავებული.
საველევის განცხადებით, „თვითმფრინავების დაკავება მოხდა მეგობრულად განწყობილ ქვეყნებშიც, მათ შორის თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში“.
მინისტრის განცხადებით, ამჟამად სხვადასხვა სალიზინგო კომპანიებთან ცდილობენ მოლაპარაკებას თვითმფრინავების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიებისგან უარს იღებენ.