აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იტალიის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი შეაქო.
მან ჯუზეპე კონტე „ფანტასტიკურ პოლიტიკოსად“ მოიხსენია და მისი ხისტი საემიგრაციო პოლიტიკა დადებითად შეაფასა.
ტრამპმა განაცხადა, რომ იტალიის ახალმა მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ხმელთაშუა ზღვიდან შესულ მიგრანტებს საზღვაო საზღვარი ჩაუკეტა.