ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს 45-დღიანი პატიმრობა, სამწლიანი პირობითი მსჯავრი და ჯარიმა დაეკისრა

11:46, 18.12.2019
Former Deputy Trump campaign aide Rick Gates arrives to the federal court in Washington, Tuesday, Dec. 17, 2019. Former Deputy Trump campaign aide Rick Gates witness in special counsel Robert Mueller Russia probe, is set to be sentenced Tuesday morning in federal court in Washington. (AP Photo/Jose Luis Magana)

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს, რიკ გეიტსს 45 დღით თავისუფლების აღკვეთა, სამწლიანი პირობითი პატიმრობა, 300 საათი საზოგადოებრივი სამუშაოები და 20 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს.

მანამდე გეიტსმა ფედერალურ სასამართლოში გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენებების მიცემა და გადასახადებისგან თავის არიდება აღიარა.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, განაჩენი საკმაოდ მსუბუქი აღმოჩნდა, რადგან გეიტსს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ გეიტსმა მხარდაჭერა აღმოუჩინა სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერს, რომელიც დონალდ ტრამპის გუნდის რუსეთთან შესაძლო კავშირებსა და მოსკოვის არჩევნებში სავარაუდო ჩარევას იძიებდა.

ამას გარდა, გეიტსმა ჩვენება მისცა სხვა სასამართლო პროცესებში, მათ შორის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმეზე. შეგახსენებთ, მანაფორტს უკრაინაში ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური მაქინაციებისთვის შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მსგავსი