დიმიტრი პესკოვი – მოლდოვა საბჭოთა კავშირის ყველაზე ცუდი პრაქტიკის გზას მიჰყვება

15:51, 08.11.2026

მოლდოვა საბჭოთა კავშირის ყველაზე ცუდი პრაქტიკის გზას მიჰყვება, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, კიშინეუს გეგმები, რომელიც დნესტრისპირეთის ლიდერს, ვადიმ კრასნოსელსკის ქვეყნიდან გასვლას უკრძალავს, საბჭოთა ეპოქის ყველაზე უარესი პრაქტიკის მაგალითია.

ადრე მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურომ განაცხადა, რომ კიშინეუ აპირებს, დნესტრისპირეთის ლიდერს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასვლა აუკრძალოს.

„იცით, ეს საბჭოთა კავშირის ყველაზე ცუდი პრაქტიკაა, ვიტყოდი. მაშინ ხალხს საზღვარგარეთ მოგზაურობა ეკრძალებოდა. ახლა მოლდოველები ამ გზას მიჰყვებიან. უკან მომავალში“, – განაცხადა პესკოვმა.

4 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვადიმ კრასნოსელსკის კრემლში საპატიო ორდენი გადასცა, რამაც მოლდოვის ოფიციალური პირების კრიტიკა გამოიწვია.

მსგავსი