რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა

14:49, 08.11.2026

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩავიდა.

თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის პატივსაცემად ქალაქ ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაული მოეწყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მის მეუღლეს, ემინე ერდოღანს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ქვეყნის პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა დახვდნენ.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ შუშაში იმართება.

აზერბაიჯანი ყარაბაღის ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავს.

მსგავსი