მედიის ცნობით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის დედაქალაქში ნავთობკომპანია „არამკოს“ შენობაზე თავდასხმა სცადეს, ნამსხვრევებმა მცირე დაზიანება გამოიწვია

13:31, 08.11.2026

იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ნავთობკომპანია „არამკოს“ შენობაზე თავდასხმა სცადეს, ნამსხვრევებმა მცირე დაზიანება გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ინციდენტის შედეგად შენობას ნამსხვრევები დაეცა და მცირე ზიანი მიადგა, თუმცა მსხვერპლი ან დაშავებულები არ არიან.

2026 წლის 8 ნოემბერს თავდასხმის სამიზნე დედაქალაქში მდებარე „საუდი არამკოს“ ადმინისტრაციული შენობა იყო.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა სამი ბალისტიკური და ორი ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც ერ-რიადსა და სხვა რეგიონებისკენ გაუშვეს.

მსგავსი