ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძვანელი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ თეირანმა არ იცის, ვის ესაუბროს ვაშინგტონში – „ვენსმა დამარცხება აღიარა, რუბიო გასასვლელისკენ მიდის, ჰეგსეტი გათავისუფლების პირასაა“

15:39, 08.11.2026

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძვანელმა, მოჰსენ რეზაიმ აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ არსებულ ვითარებაზე ირონიით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თეირანმა არ იცის, ვის ესაუბროს ვაშინგტონში.

„თქვენ წააგეთ ომიც და არჩევნებიც. ვენსმა დამარცხება აღიარა, რუბიო გასასვლელისკენ მიდის, ჰეგსეტი სამსახურიდან გათავისუფლების პირასაა, ხოლო აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ახლა პოდკასტერია. მაშ, ვის უნდა მივაწვდინოთ ეს გზავნილი ვაშინგტონში? ომს თუ წამოიწყებთ, გამანადგურებელ პასუხს მიიღებთ“, – აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ამჟამად არსებული მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ.

მსგავსი