ტრამპის მხარდამჭერის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა მოკლეს
ტრამპის მხარდამჭერის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა მოკლეს.
საქმე ეხება 30 აგვისტოს პორტლენდში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფერადკანიან მოქალაქეთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „ბელქ ლაივს მეთერსის“ წევრები და დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ერთამანეთს დაუპირისპირდნენ.
შეტაკების დროს ულტრამემარჯვენე ჯგუფ „პატრიოტთა ლოცვის“ მხარდამჭერი აარონ დენილსონი მოკლეს. მოგვიანებით, მისი მკველელობა მაიკლ რაინოლმა აღიარა, რომელმაც თქვა, რომ თავს იცავდა.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ რაინოლი თავად გახდა სამართალდამცველების მსხვერპლი. მას სიეტლთან ახლოს, დაკავებისას ესროლეს.
როგორც ამერიკული მედია წერს, პოლიციამ რაინოლი იმ დროს მოკლა, როდესაც ის საკუთარ სახლთან ახლოს იარაღით შენიშნა. გამოცემა „ოლიმპიანის“ ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ რაინოლს ოთხმა პოლიციელმა 40-50-ჯერ ესროლა.
მაიკლ რაინოლი რეგულარულად ესწრებოდა პორტლენდში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლის მონაწილეები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას და რასიზმს აპროტესტებენ.