ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე მუშაობას ამთავრებს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე მუშაობას ამთავრებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს, რომლის ცნობითაც, დოკუმენტი უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება.
როგორც გამოცემა წერს, ახალ სტრატეგიაში ასახული იქნება გლობალური პრობლემების დარეგულირებისადმი ტრამპის ადმინისტრაციის ხისტი მიდგომა. კერძოდ, სტრატეგიაში გათვალისწინებული იქნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული საფრთხე, საერთაშორისო ტერორიზმი, ირანის პოლიტიკა, ასევე ჩინეთის მზარდი გავლენა, რუსეთის აგრესიული და პროპაგანდისტული ქმედებები.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დოკუმენტზე მუშაობა 2017 წლის მარტიდან მიმდინარეობს , ანუ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალი ჰერბერტ მაკმასტერი გახდა.