ტრამპი და პუტინი სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდნენ
ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე მცირეხნიანი არაოფიციალური შეხედრის ფარგლებში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სირიაში ტერორიზმისა და ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Fox News ავრცელებს. ამავე საკითხზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა კრემლმა.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების აუდიენცია ოფიციალურად არ შედგა. მათ სამიტის ფარგლებში ორჯერ რამდენიმე წუთით ისაუბრეს. მათი საუბარი მსოფლიო მედიის ობიექტივში აღიბეჭდა.