ტრამპი აცხადებს, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა სამხედრო დახმარებისთვის თანხა უნდა გაიღონ
დონალდ ტრამპი მხარდაჭერის სანაცვლოდ მოკავშირეებისგან თანხის გადახდას მოითხოვს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, განვითარებულმა და მდიდარმა სახელმწიფოებმა სამხედრო დახმარებისთვის ფული უნდა გადაიხადონ. მისივე თქმით, სამხრეთ კორეის შემთხვევაში, აშშ-ი ამ ქვეყნის არმიის 60%-ს აფინანსებს.
„როდესაც საქმე ეხება მდიდარ სახელმწიფოებს, როგორიცაა მაგალითად საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, რა საჭიროა მათი არმიის დაფინანსება?! ისინი ჩვენ გადაგვიხდიან. პრობლემა ისაა, რომ თანხის გადახდა მათთვისაც
არასდროს არავის მოუთხოვია“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა ვირჯინიაში გამოსვლისას.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, როგორც მას ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა უთხრა, აშშ-ი ასეთი ქვეყნების არმიებს მხოლოდ იმიტომ აფინანსებენ, რომ ისინი ვაშინგტონის მოკავშირეები არიან. ტრამპის შეფასებით კი „ეს არის ამაზრზენი სავაჭრო და სამხედრო შეთანხმება“.
მანამდე, გაერო-ში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საგარეო დახმარების სისტემას გადახედავს და „მხოლოდ მათ დაეხმარება, ვინც აშშ-ს პატივს სცემს“.