ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში ტრანზიტულ გადაზიდვაზე ნებართვების გაცემა ორ დღეში დაიწყება
ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში ტრანზიტული გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა ორ დღეში დაიწყება, – ეს განცხადება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბათუმში გააკეთა. მიხეილ ხმალაძე ტრაილერის მძღოლებს შეხვდა, რომლებიც დილიდან ნებართვების გაცემის მოთხოვნით ადლიის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
„ორ დღეში ჩამოვა ნებართვები, რომლებსაც აიღებთ ბათუმის ოფისში. თავდაპირველად ჩამოვა 1500 ნებართვა, უახლოეს პერიოდში კიდევ 1500. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პრობლემა მოგვარებულია”, – მიმართა აქციის მონაწილეებს მიხეილ ხმალაძემ.
მძღოლებთან შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე აჭარის საპატრულო პოლიციისა და პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები იმყოფებიან.