ტრაიან ბასესკუ მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანების მოთხოვნით გამართულ მსვლელობას შეუერთდა
ტრაიან ბასესკუ მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანების მოთხოვნით გამართულ მსვლელობას შეუერთდა

რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ კიშინიოვში მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანების მოთხოვნით გამართულ 10 000-იან მსვლელობას შეუერთდა.

ევროკავშირის წევრ ქვეყანასა და მის მომცრო მეზობელს შორის გაერთიანება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ეს საკითხი მკაფიოდ აჩვენებს მოლდოვას მოქალაქეთა განსხვავებულ განწყობებს. ერთ მხარეს პრორუსულად განწყობილი ძალებია, რომლის მომხრენიც ნოემბრის არჩევნებში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ ფრაქციებს უჭერენ მხარს, მეორე მხარეს კი – პროდასავლური ძალები. სწორედ ისინი ითხოვენ რუმინეთთან გაერთიანებას.

მოლდოვა, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ბესარაბიის სახელით იყო ცნობილი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუმინეთს შეუერთდა, თუმცა 1940 წელს, საბჭოთა ანექსიის შემდეგ, მისი ნაწილი გახდა. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოლდოვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა სწორედ ამ ახალი სახელის ქვეშ.

კიშინიოვში ჩატარებული დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, თუმცა პოლიციამ 21 ადამიანი მაინც დააკავა, რომლებიც მსვლელობის ჩაშლას ცდილობდნენ.