ტრადიციულ პოლონურ ტურნირზე - ქართველი 17-წლამდელები სირენკას თასისთვის იბრძოლებენ
ტრადიციულ პოლონურ ტურნირზე - ქართველი 17-წლამდელები სირენკას თასისთვის იბრძოლებენ

პოლონეთში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „სირენკას თასი“ 6-10 სექტემბერს გაიმართება, სადაც ორგანიზატორებმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მიიწვიეს. ეს გუნდისთვის ევროშესარჩევ ციკლამდე ბოლო მოსამზადებელი ეტაპი იქნება.

პოლონეთისა და საქართველოს გარდა, მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ ინგლისის, ავსტრიის, შვეიცარიის, რუმინეთის, ფინეთისა და ნორვეგიის 17-წლამდელთა ნაკრებები. 6 სექტემბერს საქართველო მასპინძელთა ნაკრებს შეხვდება და მომდევნო მეტოქეს ამ თამაშის შედეგის მიხედვით გაარკვევს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიტაურმა პოლონეთში წასაყვანად შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), დავით ასათიანი (ტორპედო);

მცველები: გიორგი უბილავა, თორნიკე დუნდუა, საბა ხვადაგიანი, დავით გოგოტიშვილი, ლუკა სალუქვაძე, ბაქარ აბჟანდაძე (ყველა – დინამო თბ), მიხეილ ავალიანი, სანდრო ტატიშვილი (სფფ აკადემია);

ნახევარმცველები: გიზო მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, ლაშა ონიანი, ზურა ზოსიაშვილი (ყველა – სფფ აკადემია), გიორგი აბუაშვილი, ზაურ სიჭინავა, ლუკა გაგნიძე (ყველა – დინამო თბ);

თავდამსხმელები: თეიმურაზ თურაზაშვილი, ნოდარ თუთაშვილი (ორივე – სფფ აკადემია), გიორგი გვიშიანი (საბურთალო).