ტრაბზონში ავარიულად დაშვებული თვითმფრინავის მგზავრები სტამბოლში გაემგზავრნენ
ტრაბზონში ავარიულად დაშვებული თვითმფრინავის მგზავრები უკვე სტამბოლის მიმართულებით მიფრინავენ. რეისი დაახლოებით ექვსი საათის დაგვიანებით სრულდება.
გაფრენამდე მგზავრები აეროპორტში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელმა მოინახულა.
„თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ტრაბზონის აეროპორტში დაეშვა. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი ფრინველთან შეჯახება გახდა.