დიდთოვლობის გამო იმერეთის რეგიონში 20 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
იმერეთში თოვლმა პრობლემები შექმნა. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარის სიმაღლემ ორ მეტრს მიაღწია.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, გზებზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა, ამ დროისთვის კი სამუშაოები 114 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
თოვლის გამო იმერეთის რეგიონში 20 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.