„თოვლის ბომბი“, – ასე შეარქვეს არქტიკულ შტორმს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს უტევს.
ყინვისა და ქარბუქის გამო, რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დახურულია სკოლები. პარალიზებულია რამდენიმე აეროპორტი, მათ შორის ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.
ნიუ-იორკში ახლა -15 გრადუსია, ჩიკაგოში -25, სადაც გაყინულია მდინარეები და პარალიზებულია მოძრაობა.