თოვლი საჰარაში და დამდნარი მყინვარი - 2018 წლის კლიმატური ანომალიები
თოვლი საჰარაში და დამდნარი მყინვარი - 2018 წლის კლიმატური ანომალიები

აშშ

  . 

ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო წელს რეკორდული ყინვების მომსწრე გახდა. მინესოტას შტატში მინუს 41 გრადუსი დაფიქსირდა. კალიფორნიის ხანძარი კი, რომელიც   რეგიონს ყოველ წელიწადს სულ უფრო უტევს, წელს ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. სტიქიამ ლოს-ანჯელესის ზომის ფართობი გადაწვა. განადგურებულია ასობით საცხოვრებელი სახლი

თოვლი საჰარაში

2018 წლის იანვარი უჩვეულო აღმოჩნდა აფრიკის რეგიონისთვისაც, სადაც ბოლო 40 წლის განმავლობაში საჰარაში მოსული თოვლი მესამედ იხილეს. ნალექის სისქე ქვიშის დიუნებზე, ზოგიერთ უბანში, 40 სმ-საც აღწევდა.

 ციმბირული მხეცი აღმოსავლეთიდან

ციმბირიდან წამოსული ცივი ჰაერის მასების, შტორმ „ემმასთანგადაკვეთამ დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპას საათში 60 კმ. სიჩქარით მოძრავი ქარი და ნალექი დაატეხა თავს. მოქმედებდა განგაშის წითელი დონე. ჰაერის ტემპერატურა აქ მინუს ოთხ გრადუსამდე დაეცა. ყინვამ კუნძულზე სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა და პრობლემები შექმნა საავტომობილო გზებზეც. გადაიდო ასობით რეისი. აღნიშნული მოვლენებიდან სულ რამდენიმე თვეში, ივნისსა და ივლისში, გაერთიანებული სამეფო რეკორდული სიცხეების მომსწრე გახდა. 2018 წელი სიცხის მხრივაც გამონაკლისი აღმოჩნდა გაერთიანებული სამეფოსთვის გასული 42 წლის განმავლობაში.

 იაპონია

 .

კლიმატურ ანომალიებს ვერც იაპონია გადაურჩა. ივლისსა და აგვისტოში არქიპელაგზე დაფიქსირებული ძლიერი სიცხე მეტეოროლოგებმა „ბუნებრივ კატასტროფად” შეაფასეს. კუმაგაიას დასახლებაში 18 ივლისს, ჰაერის ტემპერატურამ 41.1 გრადუსი შეადგინა. რეკორდულ სიცხეს 80 ადამიანი ემსხვერპლა, 22 ათასი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, სულ მალე ქვეყანას წყალდიდობისა და მეწყერების სახით, ახალი სტიქიები დაატყდა თავს. ტაიფუნმა „ჯონდარიმ” 179 ადამიანი შეიწირა, საცხოვრებელი სახლების დატოვება კი, 8 მილიონამდე ადამიანს მოუწია.

ტყის ხანძრები შვედეთში

 .

არქტიკულ სარტყელში წელს ძლიერი სიცხის გამო, ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა. თუმცა შვედეთში, სადაც ჩვეულებრივ, წლის ამ პერიოდში წვიმაა ხოლმე, ძლიერმა სიცხემ 74 წლიანი რეკორდი მოხსნა. ტყის მასივებზე გავრცელებულმა ხანძარმა კი, 250 კვადრატული კილომეტრი ფართობი გადაწვა.
ანომალიურმა სიცხემ ქვეყანაზე გეოლოგიური გავლენაც იქონია. კებნეკაისეს მყინვარი, რომლის უმაღლესი მწვერვალიც 2 111 მეტრს შეადგენდა და ქვეყანაში ყველაზე მაღალი იყო, დნება.

 საბერძნეთის ტრაგედია

დედაქალაქ ათენის გარშემო მდებარე ატიკის რეგიონში გაჩენილმა ხანძრის ათობით კერამ რამდენიმე საათში მატის დასახლება მთლიანად გადაწვა. სტიქიამ 95 ადამიანი იმსხვერპლა. ცეცხლის გავრცელებას ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი.

უჩვეულოდ ცივი ზამთარი სამხრეთ ამერიკაში

არგენტინაში ივლისის თვეში დაფიქსირებული მინუს 10.6 გრადუსი, ამავე პერიოდისთვის ქვეყნის საშუალო ტემპერატურაზე ოცი გრადუსით დაბალი აღმოჩნდა. პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში კი, ერთ კვირაში ჰაერის ტემპერატურა 37.4 გრადუსიდან სამ გრადუსამდე დაეცა.

ჩინეთი

ივლისისა და აგვისტოს თვე კატასტროფული აღმოჩნდა ჩინეთის დიდი ნაწილისთვის. ქვეყანას 14-მა ტაიფუნმა გადაუარა. გადაუღებელმა წვიმამ სიჩუანისა და ჰენანის პროვინციებში 241 მდინარის ადიდება, წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია. დაღუპულია ათობით და ევაკუირებულია მილიონობით ადამიანი.

 მუსონური წვიმა ინდოეთში

წყალდიდობებმა და მეწყერმა ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში 18 ადამიანი იმსხვერპლა. კერალას შტატში კი სტიქიამ 27 პირი შეიწირა.

 წყალდიდობა საფრანგეთში

ქვეყნის სამხრეთით, გარდის რეგიონში ადიდებულმა წყალმა საზაფხულო ბანაკი წაიღო. სტიქიამ 70 წლის გერმანიის მოქალაქე გაიტაცა. მაშველებმა ბანაკიდან 119 მოზარდი გამოიყვანეს.