თოვისა და ყინვის გამო, გომბორი-ვაზიანი-თელავის გზაზე შეზღუდვები დაწესდა
ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, გომბორი-ვაზიანი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.
საგზაო სამმართველოს კახეთის განყოფილების უფროსის მოადგილე თენგიზ გვერდელაშვილის განცხადებით, გომბორის უღელტეხილზე თოვა გუშინ ღამით დაიწყო. ამის მიუხედავად, გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მისი თქმით, გზაზე ამ დროისთვის გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს – გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.