„ტოტენჰემ ჰოტსპური“ აქვეყნებს პრეს-რელიზს, რომლის საშუალებითაც ატყობინებს გულშემატკივრებს, რომ სახელმწიფოსგან სესხის სახით 175 მილიონ ფუნტ სტერლინგს იღებს. კლუბმა გადაწყვიტა, დიდი ბრიტანეთის ბიზნესის დახმარების პროგრამით ესარგებლა, რაც ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წვლილის შემტანი კომპანიებისთვის მოკლევადიანი კრედიტების გაცემას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, 29 ტურის შემდეგ, ლონდონური კლუბი 41 ქულით მერვე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულს შვიდი ქულით ჩამორჩება.